აკაკი ზოიძე - შახტებში სამუშაოები აკრძალულია, სანამ საფრთხე არსებობს
აკაკი ზოიძე - შახტებში სამუშაოები აკრძალულია, სანამ საფრთხე არსებობს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მოპოვებითი სამუშაოები აკრძალულია და შახტი დახურული.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, კომპანიამ დასაქმებულებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ შახტი დახურულია, მაგრამ სამუშაოზე მაინც უნდა გამოცხადნენ.

„ფორმალური შეტყობინება მიუვიდათ იმის თაობაზე, რომ ორი კვირის განმავლობაში შახტი დახურულია. ამ ვადაში უფრო გრძელვადიანი დახურვის გეგმა უნდა შემუშავდეს, მათ შორის ექსპერტიზის გეგმა, კერძოდ, უსაფრთხოების სტანდარტები როგორ უნდა შემუშავდეს და ა.შ. მეშახტეები სამსახურში შეიძლება გამოცხადდნენ, მაგრამ ვერ იმუშავებენ. შახტებში სამუშაოები აკრძალულია მანამდე, სანამ საფრთხე არსებობს“, – განაცხადა ზოიძემ.