ვითარება ტყიბულში

ტრაგედიის დღეს მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ნაწილობრივ ადასტურებს კომპანია „საქ-ნახშირის“ გენერალური დირექტორი.

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯამბულ ჯაყელი გარკვეული პირების მიერ დაშვებულ შეცდომაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ არ მოხდა უბნიდან მეშახტეების დროული გაყვანა. დასაქმებულები დღეს შახტის ადმინისტრაციას მტკიცებულებების დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

კონკრეტულად რაზე ამახვილებენ ყურადღებას მეშახტეები – ირმა ჭოლაძე დეტალებით.