კრიზისული ვითარებაა ტყიბულში.
25 მეშახტე ამ წუთებშიც მინდელის და ძიძიგურის შახტებში იმყოფება და საფრთხეების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მენეჯმენტი თანამშრომლების მიმათ სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.
მიწიდან 300 მეტრის სიღრმეში ჩასვლით მეშახტეები შახტების მფლობელ კომპანიაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. ფინანსური პრობლემების გამო „საქნახშირის“ ადმინისტრაცია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ვეღარ ახერხებს. შარშანდელი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ორივე შახტში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილზე დასაქმებულები ანაზღაურებას მაინც იღებდნენ. სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით მეშახტეები ქალაქში მასობრივ გაფიცვასაც აანონსებენ.
თავის მხრივ „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას დასაქმებულთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს ხელისუფლება. კრიზისული სიტუაციის განმუხტვას მენეჯმენტი მოლაპარაკებით ცდილობს, თუმცა პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ირმა ჭოლაძე მუშაობს ტყიბულში.