მერაბ კვრიკაშვილის სასამართლო პროცესი

მორაგბე მერაბ კვრიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროცესზე სასამართლოს ჩვენება თავად ბრალდებულმაც მისცა.

მერაბ კვირიკაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა ღია ფერის ავტომობილმა გამოიწვია, რომელიც მის სავალ ზოლში მოდიოდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 14 მაისს, 16 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი შეეწირნენ.