სასამართლო პროცესი

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ.  ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. უფლებადამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მომდევნო ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ. მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება 223-ე მუხლით მიმდინარეობს.

მოამბე