„საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი

მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების კუთხით პასუხისმგებელი თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

შახტის უბნის დირექტორს, შახტის მენეჯერს, მთავარ ინჟინერს, უბნის უფროსს, უბნის უფროსის მოადგილეს და უბნის უფროსის თანაშემწეს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.