ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ მოწმე გიორგი ლომინაძე დაკითხა. ლომინაძე ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია. ავარიის დროს ის მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილში იჯდა. მოწმის განცხადებით, შეჯახების მომენტი მას არ დაუნახავს, თუმცა იგრძნო, რომ მძღოლმა რაღაც დაბრკოლების გამო, მარჯვნივ აიღო საჭე და ვეღარ დაიმორჩილა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შედეგად, დაიღუპნენ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მეგობარი.