მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე გიორგი ლომინაძე იკითხება, რომელიც ავარიისას მორაგბის ავტომობილში იჯდა
მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე გიორგი ლომინაძე იკითხება, რომელიც ავარიისას მორაგბის ავტომობილში იჯდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მოწმეს, გიორგი ლომინაძეს კითხავს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია. ის ავარიის დროს მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილში იჯდა.

მისი თქმით, შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა იგრძნო, რომ მძღოლმა რაღაც დაბრკოლების გამო მარჯვნივ აიღო საჭე, რის შემდეგაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

„ტელეფონში ვიხედებოდი, მერაბის ხმა გავიგე, როცა თქვა, რომ რას აკეთებსო და მოხდა ის, რაც მოხდა. დიდი შოკი იყო და ბუნდოვნად ვიხსენებ მოვლენებს”, – განაცხადა მოწმემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე დაიღუპნენ.