მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ შემოვლით გზაზე მოძრაობდა მესამე ავტომობილი, რომელმაც ავარია გამოიწვია. ის აცხადებს, რომ სასამართლომ კვირიკშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედის ინფორმაციით, ამ საქმის მტკიცებულებები განადგურებულია.

როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილის მიზეზით მოხდა, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია პროკურატურაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მორაგბეს შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წინა სხდომაზე, გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა დაიკითხა.