სასამართლო პროცესი ქუთაისში

მერაბ კვრიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დისტანციურად კითხავს ბრალდების მხარის მოწმეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტ-ავტოტექნიკოს დავით გველესიანს. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გველესიანის მონაწილეობით გაცემულია 3 დასკვნა. ერთი დასკვნის თანახმად კვირიკაშვილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მეორე დასკვნით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან საჭის მკვეთრად მარჯვნივ აღებას, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016  წლის 21 ივლისს, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.