კვირიკაშვილის სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ავარიის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილია, ბრალდების მხარის მოწმე შავლეგ მამაგულაშვილი დაიკითხა.

მამაგულაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია. მოწმის თქმით, ავტობანზე საბურავის დაზიანების გამო, ავტომობილიდან იყო გადმოსული, რა დროსაც დაინახა შავი ჯიპი, რომელსაც მართვაზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა და ზიგზაგისებურად მოძრაობდა, რის შემდეგაც საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. იგივე ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მეორე მოწმემ, ესტატე კასრაძემ, რომელიც ასევე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელია.

2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, პაპასკირის მეუღლე და მათი მეგობარი გოგონა დაიღუპნენ.