ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

15:12, 19.03.2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ბრალდების მხარის მოწმეს, მალხაზ პაპასკირს კითხავს, რომელიც ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის, გიორგი პაპასკირის მამაა.

პროცესს ესწრება ბრალდებული, რომელმაც პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს მოხდა. მას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი