საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. „ალექსეევკას“ სამხედრო აეროდრომზე, მათ პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდა.
მან ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.