„მედია ჯარში“, – პროექტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.
ლევან იზორიამ და ბრიგადის მეთაურმა ჟურნალისტებს სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის საკითხები გააცნეს.
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზის სამზარეულოში სადილის მომზადების პროცესს გაეცნო და საწყობში პროდუქტების მარაგი დაათვალიერა.
მინისტრმა და ჟურნალისტებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.