რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკართან ათეულობით მეტრით გადმოწეულ ახალ საოკუპაციო ხაზზე, რკინის ბოძები აღმართეს და გამყოფი ღობე დაამაგრეს.
ოკუპანტების უკანონო ქმედებები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ოპონენტების დაპირისპირების მორიგი მიზეზი ხდება. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტების პოზიციას სამარცხვინოს უწოდებს.