ჟენევის მოლაპარაკების 52-ე რაუნდი - რუსეთის განცხადება

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, განცხადებები გაავრცელეს რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებმა. რუსული მხარე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს.

საქართველოს საგარეო უწყებამ კი აქცენტი გააკეთა განხილულ საკითხებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებებზე სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ვითარების, დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურების შესახებ. ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

დატოვე კომენტარი