12 წელი აგვისტოს ომიდან

გორსა და შიდა ქართლის სოფლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სადაც რუსული აგრესია ყველაზე მძაფრად იგრძნეს და სადაც მცოცავი ოკუპაცია და პროვოკაციული ქმედებები ამ დრომდე გრძელდება – დღეს 2008 წლის მოვლენებს იხსენებენ. სოფელ ნიქოზში ჩავიდა პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ნიქოზის ამაღლების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

ნინო ფისაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში და თემაზე საუბარს ის განაგრძობს.