12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - განცხადებები

ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი რუსეთის მხრიდან ისევ იგნორირებულია.

გახშირებული გატაცებები, მიტაცებული მიწები, ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებით და რკინის კონსტრუქციებით გაყოფილი ტერიტორიები, დევნა ეთნიკური ნიშნით და ყოველდღიურად დარღვეული უფლებები, – ამ რეალობაში უწევთ საოკუპაციო ხაზთან ადამიანებს ცხოვრება. არაერთი მოწოდების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა კვლავ არ აქვთ. 12 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები, ხუთდღიანი საომარი მოქმედებების დროს რუსეთის ავია-იერიშის სამიზნე გახდა ქალაქი გორი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტიც.