ვითარება ხურვალეთში

დილიდან განაახლეს მოქმედებები ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მცოცავ ოკუპაციას განაგრძობენ. რუსი სამხედროები ისევ რკინის ძელებს ამონტაჟებენ.  პროცესი საოკუპაციო ძალების საგუშაგოს სიახლოვეს, სოფელ ხურვალეთის მხარეს მიმდინარეობს.

რა ვითარებაა ამჟამად საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ადგილზე მუშაობს ნინო ფისაძე.