გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ზოლთან

მსოფლიო პანდემიის ფონზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. უკანონო ბორდერიზაცია და ახალი მავთულხლართების განთავსება რუსეთს არც „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პარალელურად შეუჩერებია.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ოფიციალური მოსკოვი ვითარების დაძაბვას მიზანმიმართულად ცდილობს, რაც სიტუაციას ადგილზე კიდევ უფრო ართულებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებას თბილისში რუსეთის მიერ დაგეგმილ პროპაგანდისტულ ნაბიჯად აფასებენ. საუბარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს 28-29 მაისს, ე.წ. გამყოფ ხაზთან ვერტმფრენები დააფიქსირეს.