ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება.

აუდიენცია 14:00-ზეა ჩანიშნული. ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა, ტექნიკური ხასიათის იქნება.

უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.