მოსკოვის გამზირზე არსებული მცირე ჰესის მფლობელი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოსო აბჟანდაძის განცხადებით, 19 ივნისს უხვი ნალექის გამო ადიდებულმა ხევმა მის სადგურს სამასი ათასი ლარის ზარალი მიაყენა. მისივე თქმით, პრობლემა კოლექტორმა შექმნა, რომელიც არ იყო გაწმენდილი და წყლის ნაკადი ვერ გაატარა.
მოქალაქე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
„თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პერიოდულად მოწმდება კოლექტორები. დატბორვაზე ან გაწმენდასთან დაკავშიებით კი კონკრეტული პირისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.