ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ექვსი თვე და 12 რეკომენდაცია: როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტები წლის ბოლომდე – ხელისუფლების და ოპოზიციის ხედვა ერთმანეთს არ ემთხვევა.

მმართველი გუნდი სამი დღის წინ წარდგენილი სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იწყებს მუშაობას და სამუშაო ჯგუფებში ოპონენტებსაც იწვევს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებულ გეგმას იწუნებს და 12 პირობის შესასრულებლად არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით საკუთარი ხედვის შემუშავებას ცდილობს, რისთვისაც დღეს პარლამენტში პირველი კონსულტაციები გაიმართა. დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია – ეს არის ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი პუნქტებიდან ორი მთავარი საკითხი, რომლის შესრულება „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციის ნაწილს სხვადასხვანაირად ესახებათ.