ერთი დღე ევროკომისიის ანგარიშამდე - პოლიტიკური შეფასებები

რა შინაარსის იქნება ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა – შეცვლილი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები.

ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა ყოველდღიურად მზარდია. ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაში და საბოტაჟში, ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დროში ემთხვევა ევროპელი დიპლომატების ვიზიტი. თბილისში იმყოფებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები. ელჩები პირადად ეცნობიან იმ სამუშაოებს, რომლებიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ბოლო წელიწადნახევარში ჩატარდა.