ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა ყოველდღე მძაფრდება.

ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან ერთად კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ მოთხოვნილი პირობების შესრულების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს. იგულისხმება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ხელისუფლების სამოქმედო გეგმის განხილვაში ჩართვაზე უარი თქვეს. პარლამენტში დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათთან შეხვედრაზე ის ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც პარალელურად ხელისუფლებასთან კონსულტაციებში არიან ჩართული. უკვე ცნობილია, რომ ალტერნატიული გეგმის ერთ-ერთი ხაზი კონკრეტული კანონპროექტების მისაღებად რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა იქნება.

თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.