ოპოზიციის გეგმები

რამდენიმე გაერთიანება თუ ერთიანი ფრონტი საერთო საარჩევნო სიით – რეზონანსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღის ფონზე ოპოზიცია ახალ სამოქმედო სტრატეგიას სახავს.

ხელისუფლების ოპონენტთა დიდი ნაწილი გამოსავალს საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაში და მოახლოებული არჩევნებისთვის ერთიანი გეგმის შემუშავებაში ხედავს. 5-%-იანი ბარიერის პირობებში გამარჯვების მიღწევა ოპოზიციის დიდ ნაწილს მაქსიმალური კოორდინაციით და ოპოზიციური გაერთიანების ფორმირებით ესახება. მწიფდება არჩევნებზე ერთიანი სიით წარდგენის იდეაც, რისკენაც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ სპექტრს უკვე მოუწოდა. თუმცა ამ ინიციატივაზე ყველა პარტია ჯერ ვერ თანხმდება. გახდება თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ოპოზიური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების მიზეზი – მმართველ გუნდთან დაპირისპირებული პრეზიდენტის გეგმის ფონზე ეს შეკითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.