ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან.
ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება. თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. აქტიურდება მესამე ცენტრის ფორმირების საკითხი. ამ პროცესების ავანგარდში „ლელო“ საკუთარ თავს წარმოაჩენს და ყოფილი მმართველი პარტიის გარდა თანამშრომლობას და პარტნიორობას ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან უშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ალიანსს არავისთან განიხილავს.
თეონა ხუბულავა არკვევდა, ვის რა ფორმით ესახება 5%-იანი ბარიერის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა.