ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი

შეხვედრის მეორე რაუნდი პარლამენტში.

ევროკომისიის 9-პუნქტიანი დავალების შესასრულებლად ხელისუფლება, ოპოზიცია და მესამე სექტორი მოლაპარაკებათა მაგიდასთან კიდევ ერთხელ დასხდნენ. დღის წესრიგში იყო ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეფორმირების განხილვა. იგულისხმება ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ სამივე უწყების მიმართ გასცა. „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ხაზარაძის გუნდი სამუშაო ფორმატს არც დღეს შეუერთდა. შეხვედრა ურთიერთბრალდებებით დასრულდა. ოპონენტები მმართველ გუნდს საკუთარი წინადადებების და ინიციატივების იგნორირებაში ადანაშაულებენ.