მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეა თბილისში პირველად დღეს გაიმართება.
„პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“, – ეს იქნება სწორედ გენერალური ასამბლეის მთავარი თემა.
ღონისძიებაში 24 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილია. ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც გეგმავს საუბარს.