მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა

პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაიშალა.

ვნებათაღელვა დღეს დილით დაიწყო, როცა 18-ი ქვეყნის, მათ შორის რუსული დელეგაციის მონაწილეობით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის დუმის დეპუტატმა გახსნა. სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სპიკერატიდან სხდომა რუსულ ენაზე მიჰყავდა, რის გამოც სიტუაცია ჯერ სხდომათა დარბაზში დაიძაბა, შემდეგ კი პროტესტი დარბაზს გასცდა.

საუბარია ასამბლეის პრეზიდენტზე და ,,კომუნისტური პარტიის “ წევრ დეპუტატზე, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მხარი აქვს დაჭერილი.