მედიატური პარლამენტარიზმის მუზეუმში

საქართველოს პარლამენტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მედია ტური შედგა. ჟურნალისტებს მუზეუმის კონცეფცია, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გააცნო. კონცეფცია 1919 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდს აერთიანებს. მუზეუმი ჯერ არ გახსნილა და მისი გახსნა პანდემიის შემდეგაა დაგეგმილი.