მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

ვნებათაღელვის მიზეზი ხდება თბილისში ორი საათის წინ გახსნილი საერთაშორისო ფორუმი. ქვეყანა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს. სტუმრებს შორის არის რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის დასწრების გამო სესია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან შეკრებილებს აინტერესებთ, რატომ მიეცა საქართველოში ჩამოსვლის უფლება დუმის დეპუტატს, რომელმაც თვის დროზე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირა.

კითხვები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებსაც. მმართველ გუნდში ოპოზიციას ახსენებენ, რომ ასამბლეის მიმდინარეობის დროს ტრიბუნა სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გასახსენებლად და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერთა გასაზრდელად იქნება გამოყენებული.