მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტაძრებში 10 საათიდან დაიწყო. მსახურებისას სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ.

სიწმინდის მოლოცვა მსურველებს დღის ბოლომდე შეეძლებათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და მისი გარდაცვალების დღეს, 27 იანვარს.