მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ტარდება. მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ, პირველ ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს.