საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობის დღესასწაული მიულოცა. მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებელის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას – პირველ ივნისს  და მისი გარდაცვალების დღეს – 27 იანვარს.

დატოვე კომენტარი