მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

დღეს ნინოობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-აღევლინა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა აქვთ.

წმინდა ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.