ბოდბეში ნინოობას აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ხალხმრავლობაა კახეთში. ბოდბეში ნინოობას აღნიშნავენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიაში, სადაც წმინდანია დაკრძალული, დილიდან საზეიმო წირვა წირვა მიმდინარეობს. მომლოცველები ბოდბეში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.