დღეს ნინოობაა - წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობდა

დღეს ნინოობაა – წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში დილიდან მიმდინარეობდა. სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს. პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მის გარდაცვალების დღეს.