ნინოობა

ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დილიდან საზეიმო წირვა ჩატარდა ბოდბეში, სადაც წმინდანი განისვენებს. წმინდა ნინოს სახელობის ახალაშენებულ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა, მრევლი დალოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინოობაზე ბოდბეში მომლოცველები ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.