მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. ტრადიციულად, ტაძრის ცენტრში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. სადღესასწაულო პარაკლისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს.