მამა გიორგი ზვიადაძეს ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხის გარკვევა დაევალა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხის გარკვევა საქართველოს საპატრიარქოში პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს დაევალა, ამის შესახებ ზვიადაძემ პირველ არხს თავად განუცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე სერბეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მამა გიორგი ზვიადაძე ვარაუდობს, რომ სერბეთის საპატრიარქოდან პასუხს ორშაბათს მიიღებს.
ამ თემაზე “მოამბე” საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს საქართველოს საელჩო სერბეთის საპატრიარქოსთან არკვევს. რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის შესახებ. გასაჯაროვდა შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც.