ბიბილოვმა ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ.-ლ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ.-ლი ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“.