მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების დასრულებას თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის წლისთავზე მოითხოვს.
დაღუპულის მამის და მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს სპეცრაზმელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. მაჩალიკაშვილების ოჯახის იურისტის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. მარიამ კუბლაშვილი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გასაჯაროვებასაც მოითხოვს.