სპეცოპერაცია ფონიჭალასა და კირბალში

15:08, 30.03.2023

ფონიჭალასა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, შს სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკორეალიზებაში ბრალდებული 10-მდე პირი დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სპეცოპერაციები გრძელდება და როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დაკავებულთა რიცხვი დღის ბოლოს გაორმაგდება.

მსგავსი