როინ შავაძის მკვლელობის საქმე

სასამართლოში როინ შავაძის ლიკვიდაციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელების საქმის განხილვა მიმდინარეობს. მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე. საუბარია 2008 წლის 16 აგვისტოს აჭარაში მომხდარ შემთხვევაზე.

პროკურორის ინფორმაციით, რვა დაკავებული პირიდან სამმა აღიარა მკვლელობა და მკვლელობის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე დაასახელა. მისივე განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის პიროვნების შესწავლის ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, დათა ახალაიამ გასცა, საქმეში მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ფიგურირებს, რომელიც უკვე დაიკითხა.