დაკავება ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით

თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაცია და მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ათეულობით ადამიანი – ქვეყნის მასშტაბით 58 პირი ნარკოდანაშაულისთვისაა აყვანილი. მათ შორის 31-ს ნარკოტიკების რეალიზებაში ედება ბრალი.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩატარდა. გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციის და სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდნენ და შეძენის მსურველებს წინასწარ შერჩეულ ადგილებზე უტოვებდნენ. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. საქმეში ფარულად მოპოვებული აუდიო მასალაც არსებობს.