პანკისის მცხოვრებლები ხეობაში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებაზე საუბრობენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, ხელისუფლება საქმეს დროულად არ იძიებს და არ აქვს კომუნიკაცია ოჯახთან. თბილისში იმსჯელეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. შეხვედრას დაღუპულის ოჯახი, პანკისის ხეობის თემის, უხუცესთა საბჭოს და ჯამაათის წევრები, ასევე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პანკისელებმა ხეობაში სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებზე და უსაფრთხოების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით ხეობის იზოლირებას იწვევს. პანკისის მცხოვრებლების თქმით იმ შემთხვევაში, თუ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება კიდევ უფრო გაჭიანურდა, დაიწყება მასშტაბური საპროტესტო აქციები.