ლევან იზორიამ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს უმასპინძლა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი მარკ ლანკასტერი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირების საკითხებს.