ლევან იზორია: რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს
რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მომავალში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინელი დამკვირვებლების ჩართულობასა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს.