პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქართული მხარე ევროპულ ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს.

რეკომენდაციების შესრულების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს რუმინელ პარტნიორებს ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე აცნობს. შალვა პაპუაშვილი ბუქარესტში მაღალი დონის შეხვედრებს დილიდან მართავს. ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, – ამ შინაარსის გზავნილები რუმინეთის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დღეს არაერთხელ გაისმა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარდა დისკუსიის მთავარი თემებია პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით.